უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს ეხმაურება, რომელიც მარიუპოლის კაპიტულაციას ეხება და აღნიშნავს, რომ უკრაინა ვერანაირ ულტიმატუმს ვერ გაითვალისწინებს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ერთადერთი შემთხვევა, როცა უკრაინა ულტიმატუმს მიიღებს, ეს მისი სრული განადგურების შემთხვევაში მოხდება.
"უკრაინა რუსეთის ულტიმატუმს ვერ შეასრულებს. ჩვენ ყველა უნდა გაგვანადგურონ, მაშინ ულტიმატუმი შესრულდება. მაგალითად, მოგვეცით ხარკოვი, მარიუპოლი ან კიევი - არც ხარკოველები, არც მარიუპოლელები, არც კიეველები, არც მე, პრეზიდენტი, ამას ვერ ვიზამთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
გუშინ, რუსეთი მარიუპოლს კაპიტულაციას სთხოვდა და ვადას უკრაინის დროით დილის 5 საათამდე აძლევდა.
